ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„მარადიული რომი: ქანდაკების 2000 წელი, ანტიკურ ხელოვნებასა და ნეოკლასიციზმს შორის“

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ გაიხსნა. ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.

2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც წარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული და სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.  გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ქანდაკების თითქმის ორი ათასი წლის ისტორიას მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილ რომაელთა სახეებს და, ასევე, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებსა და ქრისტიანობის მთავარ ფიგურებს.

ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ პროგრამა "Vivere ALL’italiana"-ს ნაწილია და ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული იტალიური გამოფენების გაგრძელებაა.  

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ქართული მხრიდან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიური მხრიდან: იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში  და „დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი“. გამოფენები მომზადდა იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან თანამშრომლობით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.ლევან ღირსიაშვილმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.თამარ მახარაშვილი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციას დაესწროშინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის — „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ — პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი დაესწრო.
ყველა სიახლე