ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან, სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენა თითოეული სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად, მუხლჩაუხრელად შრომობენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. გიორგი ამილახვარმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და მის გუნდს სტუ-ს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს - მათ შორის, განხილულ იქნა დაფინანსების მოდელის ცვლილების, პრიორიტეტული მიმართულებების გადახედვის, სტუდენტებისთვის მეტი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხები.

მხარეებმა ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შემუშავება-განხორციელების გზით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე