ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის სრულყოფა და განვითარება. ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ განახლებული დოკუმენტი მოიცავს სადოქტორო საფეხურის კვლევის სპეციფიკას კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. ის ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და სადოქტორო განათლების სახელმძღვანელო პრინციპებს.

დოკუმენტი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაშრომის რეცენზირების პროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა დ. ა. შ.

აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით შემუშავდა – შინაარსობრივი მხარე და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განხილულ იქნა რექტორთა საბჭოს სხდომებზე.


იხილეთ ბრძანება №141/ნ
იხილეთ დოკუმენტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე