ბათუმში ახლად აშენებული N21-ე საჯარო სკოლა გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სრულად განახლებულ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სამსართულიანი შენობა 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდა სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, მოეწყო ღია მოედანი.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის ა/რ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სამშენებლო

სამუშაოებისა და სკოლის აღჭურვის ღირებულება 8,5 მილიონი ლარია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე