ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.

ბაია კვიციანმა პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მათი შრომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს საპატიო პრიზები გადასცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.
ყველა სიახლე