ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე განსახორციელებელ სამუშაოებს.

აღინიშნა, რომ სკოლის შენობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ექსპერტიზის შედეგებისა და სპეციალისტების ოფიციალური შეფასებების საფუძველზე მიიღება.

ლევან ღირსიაშვილმა სასწავლო პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრის მონაწილეებმა სასწავლო პროცესის გაგრძელების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი განიხილეს.

პედაგოგებთან და მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში სწავლას ონლაინფორმატში გააგრძელებენ. ამ პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლაში შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განაახლებენ სწავლას.

პარალელურად, დაიწყება სკოლის შენობის მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე