ბაია კვიციანმა ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საქველმოქმედო ფონდის „Hong Kong Shine Tak Foundation“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსის „ეროვნული საგანძური“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ საჩუქრები გადასცა.

ბაია კვიციანმა მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები და შემდგომი წინსვლა უსურვა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ექვსი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. 13–18 წლის ასაკობრივ კატეგორიაში მოსწავლეებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 6–12 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი ასევე გამოვლინდნენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის ოქროს მედლის მფლობელი მოსწავლე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა და ოფიციალურ დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ხატვის კონკურსი „ეროვნული საგანძური“, რომლის მიზანია ხელოვნების საშუალებით ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის წარმოჩენა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე