პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2026 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე