ლევან ღირსიაშვილმა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიებებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.

მასწავლებლის ეროვნული დღე ტრადიციულად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე