2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 10 გამორჩეული მასწავლებელი შეირჩა.

თითოეულ გამარჯვებულ პედაგოგს 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი გადაეცემა.

კომისიის წევრები თითოეული პედაგოგის ისტორიას, პროფესიულ საქმიანობას, მრავალწლიან გამოცდილებასა და მიღწევებს გაეცნენ.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. წელს ღონისძიება ქალაქ ქუთაისში ჩატარდება

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე