ბაია კვიციანი შანხაიში ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ესტუმრა.

ბაია კვიციანს კოლეჯის ვიცე-პრეზიდენტმა ლინგ მინმა და დირექტორის მოადგილე იანგ ლიმ სასწავლებლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს და საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

მინისტრის მოადგილე ასევე დაესწრო პროფესიული პედაგოგებისა და სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

ურბანული მშენებლობის მენეჯმენტის კოლეჯს ყოველწლიურად 4 000 კურსდამთავრებული ჰყავს. სასწავლებელი ახორციელებს 16 საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამას 3 მიმართულებით - ურბანული მშენებლობა, ლანდშაფტური არქიტექტურა და უძრავი ქონების მართვა.

ბაია კვიციანთან ერთად კოლეჯში იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე