ბაია კვიციანმა WorldSkills 2026-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა შანხაიში WorldSkills Conference 2026-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში – „უნარებზე დაფუძნებული მომავლის ფორმირება“ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა და WorldSkills International-ის პრეზიდენტმა ფრენსის ჰურანტმა.

WorldSkills Conference 2026-ის მიზანს წარმოადგენდა განათლების სფეროს, საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გზით ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული უნარების სისტემების განვითარების ხელშეწყობა. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, განათლების სისტემების, ბიზნესისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებდა.

კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების (TVET) სისტემების გაუმჯობესება, უნარების საერთაშორისო აღიარება და მობილობა, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გავლენა შრომის ბაზარზე, მწვანე ტრანზიციისთვის საჭირო უნარების განვითარება.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალ სამუშაო ადგილებზე ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენას, AI-ის გამოყენებას პროფესიული უნარების შეფასებაში, ინკლუზიური TVET სისტემების განვითარებას, უნარების საერთაშორისო აღიარების მექანიზმებსა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის საჭირო კვალიფიკაციებს.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს TVET-ის გლობალური დღის წესრიგის განვითარების და მისი როლი 2030 წლის შემდგომი პერიოდის საერთაშორისო განვითარების დღის წესრიგში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე