თამარ მახარაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

მინისტრის მოადგილემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის. მან ასევე ისაუბრა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე და იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც პედაგოგები საზოგადოების განვითარებაში ასრულებენ.

მისი თქმით, მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივაა, რომ განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, საზეიმო ღონისძიებაზე მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიის მიერ შერჩეულ 10 გამარჯვებულ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა. წელს, პირველად, ღონისძიება ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის საპატიო სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე