ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაია კვიციანმა ცენტრალური აზიის განათლების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა, უზბეკეთში, ცენტრალური აზიის განათლების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის მიზანი ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა იყო.

მონაწილეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების, დიპლომებისა და კვალიფიკაციების ურთიერთაღიარების, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

მინისტერიალს ცენტრალური აზიის ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების მინისტრები და მინისტრების მოადგილეები, უზბეკეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, ყაზახეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტი, პაკისტანის განათლებისა და პროფესიული მომზადების სახელმწიფო მინისტრი და უზბეკეთში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ ბერლინში ZEISS-ის ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კომპანია ZEISS-ის ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა.ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა.პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართამასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ 2026 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა.
ყველა სიახლე