ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომის მონაწილეებმა საჯარო სკოლების მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზებზე შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობას, რაც აუცილებელია სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების დაგეგმილ ვადებში და სათანადო ხარისხით შესრულებისთვის.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შესაბამისი უწყებების სხვა წარმომადგენლები.

კომისიის საქმიანობის მიზანია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის ღვინის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.თამარ მახარაშვილი იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწროსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობით პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“ განხორციელდებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით განხორციელდება პროგრამა „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მიზანია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფინანსური წიგნიერების ამაღლება.
ყველა სიახლე