ზვიად გაბისონიამ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში – „Going Global 2026 – Future-ready tertiary education“.

ზვიად გაბისონიამ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით: „ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება უმაღლესი განათლების სისტემებში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტის – „AI Compass for Education“ შემუშავების პროცესში საქართველოს ჩართულობაზე.

დისკუსიის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ეროვნული სტრატეგიები განიხილეს, ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„Going Global 2026“ მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემების, მომავლის გამოწვევების გათვალისწინებით, შესაბამისი განვითარების ხელშეწყობას.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართასტამბოლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YÖK) ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ სტამბოლში გამართული საერთაშორისო ფორუმის – „Going Global 2026“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა.გივი მიქანაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ყველა სიახლე