ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გახსნეს.

გივი მიქანაძემ ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას უმასპინძლა.

ზვიად გაბისონიამ ხელოვნური ინტელექტის, კვლევისა და ინოვაციებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში (FORGE-AI)”.

პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ლევან ღირსიაშვილმა კახეთის რეგიონის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა კახეთის რეგიონის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

2026 წლის გამოცდების განრიგი განისაზღვრა

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების სფეროში თანამშრომლობის მიზნით ყირგიზეთის რესპუბლიკასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ალბერტ მახმეტ კულოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კამპანია „მე მომავალში“ გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ბაია კვიციანი ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტსა“ და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლას ესტუმრა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტს" ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ლევან ღირსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში სამეცნიერო ფესტივალს დაესწრო.

ინკლუზიურ განათლებაზე საჯარო დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ოზურგეთში გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ამჯერად ოზურგეთში გამართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლები, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები და საგნობრივი მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ბაია კვიციანი NAFSA-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი საერთაშორისო განათლების ასოციაციის (NAFSA) პრეზიდენტს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პრორექტორს, აჰმად ეზედინს შეხვდა.

სან დიეგოს უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ,,ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგია, ინოვაცია და მომავლის უნივერსიტეტი გაიმართა“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სან დიეგოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგია, ინოვაცია და მომავლის უნივერსიტეტი“ გაიმართა.

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით თსსუ-ში რექტორთა საბჭო გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული დაიწყო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მეცნიერთა კვირეულის — „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ზვიად გაბისონიამ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ანტიპლაგიატის კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ანტიპლაგიატის კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.