სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის პირველი ნაწილი დაასრულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში - I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. ამასთან, დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა
საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2022 წლის 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა. საქართველოს 2086 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2072 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო, არჩევნები არ გამართულა 12 მცირეკონტინგენტიან და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 2 საჯარო სკოლაში. 2044 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება დადასტურებულია. 24 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩეულ წევრთა რაოდენობა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილთან შედარებით. აღნიშნული სკოლების მომართვის საფუძველზე, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ნუნუ მიცკევიჩმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) მაღალი რანგის დელეგაციასთან მეცნიერების მხარდამჭერი პროექტები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) აღმასრულებელ დირექტორ, დევიდ კლივთან, მის მოადგილე აიდინ ტურებავთან და ამავე ორგანიზაციის საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ, ირინა ხომერიკთან.
მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშთან ერთად ბოლნისში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად, ბოლნისში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. მინისტრმა მათ სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისთვის მზადება იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წლიდან ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმას იწყებს, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოქმედი დაწესებულებების ავტორიზაციას და ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. რეფორმის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს.
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში საქართველოს ისტორია დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში "საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.
მიხეილ ჩხენკელმა ბათუმში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით სპორტული ფესტივალი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სპორტული ფესტივალი გახსნა. შეჯიბრში მონაწილეობა უკრაინელმა და ქართველმა მოსწავლეებმა მიიღეს.
საქართველოში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობა დაფუძნდა
თბილისში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) რეგიონული წარმომადგენლობა დაფუძნდა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ქვეყნების სტუდენტებს, დოქტორანტებს, მეცნიერებსა და მკვლევრებს გერმანიის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან სამეცნიერო კავშირების გაღრმავების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.
მიხეილ ჩხენკელი ქართველ მეცნიერს რისმაგ გორდეზიანს იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს 82 წლის იუბილეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, DAAD-ის გენერალურმა მდივანმა კაი ზიქსმა, DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში გებფარდ როილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა.
ვალერიან გობრონიძემ UNICEF-ისა და მალდივის დელეგაციის წარმომადგენლებს ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდამჭერი პროექტები გააცნო
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მალდივის რესპუბლიკის განათლებისა და გენდერის, ოჯახისა და სოციალური სერვისების მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის მოწვევით, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნენ.
თამარ მახარაშვილმა სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, USAID-ისა და PH International - საქართველოს თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის განხორციელება იწყება.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრმა ახალი პარტნიორები შეიძინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ბრიუსელში გამართულ რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიურ კონფერენციაში "User Meeting 2022" მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა რადიაციისა და ონკოლოგიის მიმართულებით არსებული სიახლეები წარმოადგინეს და რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულ აღმზრდელებსა და პედაგოგებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2022 წლის 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2022 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მედეა ჩალაური - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას არაქართულენოვან სკოლაში მედეა ჩალაური ქართულს რვა წელია ასწავლის. მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი პედაგოგს უზარმაზარ სტიმულს აძლევს, რომ სულ უფრო მეტი გააკეთოს მათ დასახმარებლად და სჯერა, რომ ამას აუცილებლად შეძლებს.სიახლეები ვერ მოიძებნა.