სიახლეები

უკრაინის განათლების მინისტრი: „მადლობა საქართველოს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის!“
უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.
სკოლებში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირების მეორე ეტაპი დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ მეორე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ნუნუ მიცკევიჩმა გამყოფი ხაზის მიმდებარედ აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება გამოყო
საქართველოს Erasmus+ პროგრამაში ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილობის კვლევისთვის ევროკომისიამ 1 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან პატრიციო ბიანკისთან.
მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება. პროექტის რეალიზაციის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოაწერეს ხელი.
მიხეილ ჩხენკელმა იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრთან შეხვედრა გამართა
იტალიის დედაქალაქ რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრთან მარია კრისტინა მესასთან.
შეხვედრა ოზურგეთისა და გორის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
მიხეილ ჩხენკელმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ნორჩ მოჭადრაკეებს პირადად მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეს ეწვია, სადაც საქართველოს პირველობა მიმდინარეობს 8 და 12-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. მინისტრმა პირადად მიულოცა ნორჩ მოჭადრაკეებს ბავშვთა დაცვის დღე და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს“
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ჩხენკელი ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს იუბილეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება.
რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია #ევროპისკენ – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ურყევ არჩევანს, დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თბილისში
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია #ევროპისკენ – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ურყევ არჩევანს, დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით.
მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
„განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი ფინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, რომლის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთის განათლების მინისტრთან ლი ანდერსონთან. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) განათლების საკითხებში ნადიმ ზაჰავისთან და მის მოადგილე ვიკი ფორდთან.სიახლეები ვერ მოიძებნა.