ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პერუჯის უნივერსიტეტის იტალიური ენის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის

პერუჯის უნივერსიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც უკვე სწავლობენ იტალიურ ენას, გამოყო ორი სასწავლო სტიპენდია იტალიური ენასა და კულტურის შემსწავლელი ერთთვიანი კურსის გასავლელად.

სტიპედნიის ფარგლებში უზრუნველყოფილია:

  • იტალიური ენისა და და კულტურის შემსწავლელ კურსზე შესაბამის პერიოდში უფასო ჩარიცხვა
  • 500 ევრო ქ. პერუჯაში საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად

აპლიკანტებმა ბლანკი (იხ. დანართი) უნდა წარმოადგინოს საქართველოში იტალიიის საელჩოს კულტურის განყოფილებაში 2014 წლის 28 აპრილის ჩათვლით (შესაძლებელია განაცხადის ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნაც).

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბოლო საფეხურის)
  • ნიშნების ფურცელი

ქართულ ენაზე არსებული დოკუმენტების იტალიური თარგმანი.

აღნიშნული დოკუმენტაციის გაგზავნა ან ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

საქართველოში იტალიიე საელჩო, კულტურის განყოფილება - ჩიტაძის ქ. N3ა, 0108.

 ელ. ფოსტა: [email protected]

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

არ განიხილება იმ კანდიდატთ განაცხადები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს აღნიშნული სტიპენდიით 2011, 2012  და 2013 კალენდარულ წლებში.

 

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ

ყველა პროგრამა