ესტონეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის
სტიპენდია ფარავს ერთი პიროვნების ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების ხარჯების დაფარვას. მგზავრობის ხარჯები აპლიკანტებმა თავად უნდა უზრუნველყონ.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია
- სააპლიკაციო ფორმა (გადმოიწერეთ ვებ გვერდიდან);
- მოკლე ბიოგრაფიული ცნობები (CV)
- სარეკომენდაციო წერილი (უნივერსიტეტიდან ან დამქირავებლისგან)
- ცნობა სასწავლებელი ადგილიდან
- დეტალური სამუშაო გეგმა ესტონეთში მომავალი სწავლასთან ან კვლევასთან დაკავშირებით
- დიპლომისა და ნიშნების ფურცლის (დიპლომის დანართის) ნოტარიულად დამოწმებული ასლები
- მოწვევის წერილი ესტონეთის მიმღები უნივერსიტეტიდან
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ორ ეგზემპლარად. აპლიკანტმა მიმღებ უნივერსიტეტს უნდა აცნობოს, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია სტიპენდიაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2012 წლის 15 აპრილამდე
საკონტაქტო პირი: თამარ მერაბიშვილი-უმაღლესი განათლების განვითერების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ტელ: 2318940 (1132); ელ-ფოსტა: [email protected]
დამატებითი ინფორმაცია და უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ დანართში