ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„გერმანული ენისა და ავსტრიათმცოდნეობის“ საზაფხულო კურსი

მიმდინარე წლის 4-29 აგვისტოს ვენის დიპლომატიურ აკადემიაში დაგეგმილია "გერმანული ენისა და ავსტრიათმცოდნეობის" საზაფხულო კურსი. პროგრამა მოიცავს 4 კვირიან გერმანული ენის სასწავლო კურსს, რომელიც ასევე შედგება სხვადასვა ტიპის სემინარებისგან (ავსტრიის პოლიტიკა, ისტორია, კულტურა) და კულტურული ღონისძიებებისგან. სურვილის შემთხვევაში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ "ავსტრიული ენის დიპლომის" სასერტიფიკატო გამოცდაში.  
დეტალური ინფორმაცია ვენაში საზაფხულო კურსის შესახებ წარმოდგენილია დანართში.

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ

ყველა პროგრამა