ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მილანის უნივერსიტეტის სტიპენდიები

მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილია 60 სტიპენდია იტალიის ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3  კვირას:

- პირველი კურსი: 2015 წლის 6 ივლისი, ორშაბათი- 25 ივლისი, შაბათი;

- მეორე კურსი: 2015 წლის 27 ივლისი, ორშაბათი - 15 აგვისტო, შაბათი.  

კურსები განკუთვნილია 18-დან 40 წლამდე უცხოელთათვის, რომლებიც კარგად ფლობენ იტალიურ ენას (ენის ცოდნის მინიმალური დონე: B1 ენის ცოდნის შეფასების ევროპული სისტემით).

სტიპენდიის შესახებ მოთხოვნა კურსების სამდივნომ უნდა მიიღოს:

- 2015 წლის 27 მარტამდე - 6 ივლისიდან 25 ივლისამდე კურსზე ჩასარიცხად;

- 2015 წლის 3 აპრილამდე - 27 ივლისიდან 15 აგვისტომდე კურსზე ჩასარიცხად.

სასწავლო სტიპენდია მოიცავს ყველა ლექციაზე დასწრებას, კვებას (ორშაბათიდან პარასკევამდე) და ცხოვრების ხარჯებს (შაბათ-კვირის ჩათვლით). სტიპენდიანტის მიერ დასაფარი იქნება ჩარიცხვის გადასახადი (130 ევრო), მგზავრობისა და შაბათ-კვირას კვების ხარჯები, არასავალდებულო კულტურული ღონისძიებების გადასახადები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:  http://users2.unimi.it/centrocalcif/?p=1058

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ

ყველა პროგრამა