ქუვეითის უნივერსიტეტის სტიპენდიები არაბული ენის შესასწავლად
ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2015-2016 სასწავლი წლისთვის გამოყო არაბული ენის შესასწავლი სტიპენდია.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
- პასპორტის ასლი;
- ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი;
- ცნობა სასწავლებლიდან- ინგლისურ ენაზე;
- ნიშნების ფურცელი - ( GPI -ინდექსი);
- CV ინგლისურ და არაბულ ენაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 10 მაისი.