ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკის პროგრამა სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Seoul National University) მსურველებს სთავაზობს საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

აღნიშნულ პროგრამებში სწავლის საფასურს სრულად ფარავს მიმწვევი მხარე. პროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას, კორეაში ჩასვლის ავიაბილეთსა და სტუდენტთა უფასო სამედიცინო დაზღვევას.

განაცხადების მიღება 2016 წლის 1 აგვისტოდან 8 სექტემბერის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ელექტრონული განაცხადის წარდგენის ვადა 31 აგვისტოს იწურება, ხოლო დოკუმენტების დედნები უნივერსიტეტს ფოსტის საშუალებით უნდა მიეწოდოს არაუგვიანეს 8 სექტემბრისა.

სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://itemep.snu.ac.kr/front/admissions/guidLine.snu

ასევე შეგიძლიათ იხილოთ დანართი:

პროგრამა
განაცხადის ფორმა

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ

ყველა პროგრამა