ომანის სასულთნოს სტიპენდია
ომანის სასულთნომ გამოყო ერთი სასწავლო სტიპენდია საქართველოს მოქალაქეებისათვის 2017-2018 სასწავლო წლისთვის.
სტიპენდიის ფარგლებში უზრუნველყოფილია საცხოვრებელი და 518 დოლარი ყოველდღიური ხარჯისთვის, ასევე უფასო სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო საავადმოყოფოებში და თვითმფრინავის ბილეთი.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- პასპორტის ასლი
- სააპლიკაციო ფორმა
- ატესტატის ასლი
- CV
- სამოტივაციო წერილი
- ნიშნების ფურცელი (GPA -ის მითითებით)
სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 24 აგვისტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
დამატებით ინფორმაცია იხილეთ დანართში.