ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის სასწავლო გრანტები

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის მიერ ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია ორ სასწავლო გრანტი ქართველი დოქტორანტებისთვის.

კვლევითი სტიპენდია უმცროსი მკვლევრებისთვის მოიცავს 4-6 თვეს და ბიუჯეტი განსაზღვრულია 25 000 აშშ დოლარის ოდენობით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 2024 წლის 1 თებერვალი.

რაც შეეხება მოკლევადიან სასწავლო გრანტს, პერიოდი მოიცავს 2-3 კვირას და მისი ბიუჯეტი განსაზღვრულია 7 500 დოლარის ოდენობით. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 თებერვალი.

განაცხადის წარდგენის პროცედურა და დეტალები მოცემულია ბმულზე: https://shorturl.at/ptGJX 

 

 

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ

ყველა პროგრამა