ევროპის საჯარო სამართლებრივი ორგანიზაციის (EPLO) საგანმანათლებლო პროგრამები
ევროპის საჯარო სამართლებრივი ორგანიზაცია (EPLO) საერთაშორისო უნივერსიტეტის — European Law and Governance School (ELGS) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა.
EPLO სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
ამასთან, EPLO 2026/2027 სასწავლო წლისთვის სთავაზობს შემდეგ სტიპენდიებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე:
- 1 სრული დაფინანსება;
- 1 ნაწილობრივი სტიპენდია (სწავლის საფასურის 50%-მდე დაფარვა).
პროგრამებზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2026 წლის 30 ივნისი და კანდიდატებმა განაცხადში უნდა მიუთითონ, რომ სურთ „Embassy scholarship offer“-ის მიღება.
დამატებით ინფორმაცია იხილეთ დანართში.