This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ზვიად გაბისონიამ გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის – „გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია: „ინტერდისციპლინური პრინციპული საკითხები სიცოცხლის გადასარჩენად“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდა პროფესიონალების ჩართულობას სამედიცინო განათლების განვითარებაში.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა და თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა.

სამდღიანი კონფერენციის მიზანია გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების, კლინიკური პრაქტიკისა და ინტერდისციპლინური მიდგომების განხილვა, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები მოხსენებებს წარადგენენ. ასევე, გაიმართება მსჯელობა სამედიცინო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, ახალგაზრდა მკვლევართა და მეცნიერთა ფორუმი და პრაქტიკული ტრენინგი.

კონფერენცია აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ. მონაწილე ექიმებს მიენიჭებათ უწყვეტი პროფესიული განვითარების 18 ქულა, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის განახლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

კონფერენციის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ფინანსური მხარდამჭერი კი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა.ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის განვითარების საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან შემაჯამებელი შეხვდრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტთან და საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან, მამატკალილ რაზაევთან, მისიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
All news