This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის განვითარების საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან შემაჯამებელი შეხვდრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტთან და საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან, მამატკალილ რაზაევთან, მისიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოში ერთკვირიანი მისიის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრების შედეგები შეაჯამეს და კონსულტაციების საფუძველზე გამოკვეთილი მიგნებების ახალ პროექტში – „დასაქმების უნარებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პროგრამა“ ინტეგრირების გზებზე იმსჯელეს.

ბაია კვიციანმა საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელს ახალ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხედვა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა გამოვლენილ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, რომლებიც პროგრამის შემუშავებისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების გაფართოება, განათლების საფეხურებს შორის მოქნილი გადასვლის შესაძლებლობების შექმნა და დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ახალი პროგრამის კონცეფციის შემუშავების მზადყოფნა დაადასტურეს.

პროგრამის დამტკიცება 2028 წლისთვის იგეგმება, მისი სავარაუდო ბიუჯეტი კი 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა.ზვიად გაბისონიამ გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის – „გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია: „ინტერდისციპლინური პრინციპული საკითხები სიცოცხლის გადასარჩენად“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
All news