This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა.

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ჩინური ენის შესწავლის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ენა აკავშირებს ადამიანებსა და კულტურებს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით.

საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც უძველესი ენა, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოში ჩინური ენისა და კულტურის მიმართ მზარდი ინტერესია, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, შევქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ამ ინტერესის წახალისებისა და მხარდაჭერისთვის.

წლების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განვითარდა. 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. წელს კი, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გავაფორმეთ.

განათლებას ამ მზარდ პარტნიორობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჩვენი მიზანი

უნდა იყოს ენის შესწავლის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და წარმატებისთვის აუცილებელი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ეს გულისხმობს ერთმანეთისგან სწავლას, გამოცდილებისა და იდეების გაზიარებასა და ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც ორივე მხარისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის.

სწორედ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინური ენის ცოდნის შეფასების გამოცდა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ენის შემსწავლელებს, დაადასტურონ საკუთარი კომპეტენცია და მიიღონ წვდომა ჩინეთის უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე.

HSK-ის გამოცდები საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას,”

— განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

LATEST NEWS

ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის განვითარების საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან შემაჯამებელი შეხვდრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური სექტორის სპეციალისტთან და საკონსულტაციო მისიის ხელმძღვანელთან, მამატკალილ რაზაევთან, მისიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.ზვიად გაბისონიამ გადაუდებელი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია საერთაშორისო სკოლა-კონფერენციის – „გადაუდებელი მედიცინა და ინტენსიური თერაპია: „ინტერდისციპლინური პრინციპული საკითხები სიცოცხლის გადასარჩენად“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
All news