This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

News

Found8083

Filter

Found8083

This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

გივი მიქანაძე ცნობილი ქართველი მეცნიერის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გივი მიქანაძე რუსთავში კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რუსთავში კოლეჯ „მოდუსს“ ესტუმრა, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს გაეცნო.

გივი მიქანაძემ სტუდენტებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა

12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, სტუდენტებს შეხვდა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირდებით ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო.

ლევან ღირსიაშვილმა „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ მიიღეს.

გივი მიქანაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა

8 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მოადგილე ზვიად გაბისონიასთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

გივი მიქანაძე პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ – ხელმძღვანელსა და კომპანია Huawei-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“ ხელმძღვანელ თამარ სანიკიძესთან და Huawei-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ ლუ თონგთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

ლევან ღირსიაშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ფარჰად ჰაჯიევთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა.

გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდების გარეშე სრული დაფინანსებით ჩაირიცხებიან

2025 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო ათი სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე მიღება დაიწყო

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია

2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.

გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ფარჰად ჰაჯიევი ხელმძღვანელობს.

გივი მიქანაძემ 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა

,,მართლაც საამაყოა, რომ 249 ახალგაზრდა, კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვით, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენით, ცოდნის გაღრმავებას ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და სხვა სახელმწიფოების წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს.

გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს უმასპინძლა და მასთან ასამბლეის ქვეყნებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების გაფართოების საკითხები განიხილა.

მთავრობის წევრები შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ

საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობს.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს უმასპინძლა.

ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხებზე კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, ქართული ენის სწავლების აღდგენის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა.