News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

ეროვნული გამოცდების დაწყების დღეს გივი მიქანაძე თბილისის 39-ე და 177-ე საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 39-ე და 177-ე საჯარო სკოლებს ეწვია.
გივი მიქანაძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებებს უსურვებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი გივი მიქანაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი გივი მიქანაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
საჯარო სკოლებში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან პროგრამებს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, პროექტის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში, საჯარო სკოლებში პირველად დაიწყო პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება.
ბაია კვიციანმა დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ექსპერტს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა დიდი ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის კრეატიულობის, მომხმარებლის, სპორტისა და განათლების დირექტორატის უმაღლესი განათლების მიმართულების პასუხისმგებელ ექსპერტს, დოქტორ სუზანა ტომასს უმასპინძლა.
ალექსანდრე წულაძე „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს: „აქ თქვენ მოისმენთ საგმირო ისტორიებს პირადად ქართველი სამხედროებისგან – მჯერა, ბანაკის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო იამაყებთ საკუთარი ქვეყნით“
საქაერთველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ჯარის ბანაკის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე წულაძემ საერთაშორისო კონფერენციის „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა.
კონკურსის „მწვანე ჯილდო 2025” გამარჯვებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ
კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პედაგოგებს კუთვნილი პრიზები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გადასცეს.
Aleksandre Tsuladze explores future collaboration with Turkish colleagues at International EdTech Summit in Istanbul
The Minister of Education, Science and Youth of Georgia, Aleksandre Tsuladze, participated in the International Educational Technologies Summit and Exhibition held in the Republic of Turkey. The summit was officially opened by the President of Turkey, Recep Tayyip Erdoğan.
ალექსანდრე წულაძემ „სტუდფესტის“ პირველი ეტაპის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ „სტუდფესტი 2025“-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულები დააჯილდოვა და მეორე ეტაპში ჩართულ სტუდენტებს წარმატება უსურვა.
ანა მღებრიშვილი ჩინეთში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით წარდგა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ მინისტერიალზე, სადაც სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის გაძლიერებაზე, სკოლებში STEM მიმართულებების გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებაზე.
თამარ ღვამიჩავამ აფხაზური კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ მიიღო.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით სასკოლო ფესტივალი გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ დავით კაჭარავასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ სპორტულ ფესტივალს დაესწრო.
ბაია კვიციანმა ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე გახსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე – STEAM LAB გახსნა.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი – საზაფხულო სკოლა იწყება
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს – საზაფხულო სკოლას იწყებს.
განათლების სამინისტროს მხარდაჭერით რაჭაში შვეიცარული სტანდარტის უნიკალური პროფესიული პროგრამების განხორციელება იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, კოლეჯი „ერქვანი‘‘, კომპანია „ბლაუენშტაინთან“ ერთად, მეცხოველეობის მიმართულებით შვეიცარიული სტანდარტით შექმნილი და საქართველოში ავტორიზებული პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამების განხორციელებას იწყებს
ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ამჯერად, შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
ალექსანდრე წულაძემ უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრ ბალაშ ჰანკოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან, ბალაშ ჰანკოსთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განათლების სისტემაში ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.
ალექსანდრე წულაძემ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ბუდაპეშტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, შანდორ პინტერთან, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს.
თამარ ღვამიჩავა ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ თემაზე: „კულტურულ-საგანმანათლებლო ხიდი იტალიასა და საქართველოს შორის“, დანტეს საერთაშორისო დღისადმი (Dantedi 2025) მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.No news found.