News
This article is available in Georgian only. The Ministry publishes news in Georgian; an English translation is not available.

24 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება.
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი „განათლების მსოფლიო ფორუმში“ იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.
მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ კეტრინ შვაიცერს, „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა“და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ დეტალები განიხილეს და საქართველოს დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს უმასპინძლა და პირადად მიულოცა საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსი გახსნა.
მიხეილ ჩხენკელმა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს.
მიხეილ ჩხენკელმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან.
Owing to the decision of the Prime Minister of Georgia, Irakli Gharibashvili, a Ukrainian-speaking sector was established in Batumi
By the decision of the Prime Minister of Georgia, Irakli Gharibashvili, a Ukrainian-language sector has been established on the premises of the public school N20 of Batumi, where Ukrainian students will have the opportunity to receive general education in their mother tongue.
მრგვალი მაგიდა – „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 90
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა – „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად უკრაინის 50-მდე უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო.
მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის 20 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. კანდიდატთა რეგისტრაცია 8 ივნისიდან დაიწყება და 14 ივნისის ჩათვლით გასტანს.
2023 წელს საქართველო ENQA-ს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ესწრებოდა.
ახალგაზრდა მეცნიერი - ნათია შენგელია
ქიმიის აკადემიური დოქტორი ნათია შენგელია 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ახლგაზრდა მეცნიერის პროექტი ეძღვნება ნარჩენი (მეორადი) პოლიეთილენისა და საქართველოში გავრცელებული მინერალების საფუძველზე ახალი პოლიმერული კომპოზიტების მიღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა
თბილისის საკრებულოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა.
მიხეილ ჩხენკელმა 41-ე საჯარო სკოლაში სპორტული ფესტივალი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფესტივალი გახსნა, რომელიც გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა.
ვლადიმერ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი სწავლას ნიუ იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის ფილიალში განაგრძობს

- ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
მანანა ცომაიამ ორმოცდაათწლიანი პედაგოგიური საქმიანობა სენაკში დაიწყო და ათ წელზე მეტია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში აგრძელებს. ახალი ცხოვრების დაწყება მას სრულიად უცხო, განსხვავებულ ეთნოსთან, კულტურულ და რელიგიურ ღირებულებებთან მოუხდა, მაგრამ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებთან მუშაობის გადაწყვეტილება მისი ცხოვრების ყველაზე გამართლებული არჩევანია.
სპორტის 145 მასწავლებელს ხელბურთის სკოლის მასწავლებლის კატეგორია მიენიჭა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლობით სასკოლო ხელბურთის პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში, არაფორმალური განათლების სახით, მისი ინტეგრირების ხელშეწყობა.No news found.