ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მომავალი მენტორ მასწავლებლებისთვის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მენტორ მასწავლებლობის მსურველებისთვის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. საგაკვეთილო პროცესს მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრნენ.  

სამოდელო გაკვეთილი ინგლისურ ენაში ჩატარდა. მოწვეულ პედაგოგებს მენტორ-მაძიებლის მუშაობის სპეციფიკა და მეთოდოლოგია აჩვენეს.  საჩვენებელ გაკვეთილს სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოწვეული პედაგოგები ესწრებოდნენ.
მენტორ მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. ამჟამად, მიმდინარეობს კონკურსანტებთან გასაუბრება. მენტორობის მსურველებმა გასაუბრებაზე სამოდელო გაკვეთილი უნდა წარმოადგინონ. მენტორ მასწავლებლის კონკურსში მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები მონაწილეობენ.

სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომელთაც ხელფასზე 75 ლარიანი დანამატი აქვთ, მენტორობის შემთხვევაში ანაზღაურება დამატებით კიდევ 160 ლარით ეზრდებათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მენტორ მასწავლებლებს კი ხელფასის გაზრდასთან ერთად, დამატებითი კრედიტებიც უგროვდებათ. მენტორ მასწავლებლის პროგრამა უკვე მეორე წელია მოქმედებს. გასულ წელს პროგრამა მხოლოდ 7 ძირითად ქალაქში ფუნქციონირებდა. წელს ეს რიცხვი 10-მდე გაიზარდა. 2011-2012 სასწავლო წლიდან მენტორ მაწავლებლებს მუშაობა შეეძლებათ: თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ოზურგეთისა და რუსთავის სკოლებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე