ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფკავშირთან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მასწავლებელთა პროფესიული ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება. მჯერა, რომ ღია დიალოგი, ურთიერთპატივისცემა და თანამშრომლობა დაგვეხმარება, ერთობლივად ვუპასუხოთ განათლების სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, — განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე.

ყრილობაზე პროფკავშირის ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამეს. მონაწილეებმა იმსჯელეს მასწავლებელთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, განათლების რეფორმებში პროფკავშირის ჩართულობასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელთა შედეგადაც სქემა ყველა სტატუსის მასწავლებლისთვის უფრო მოქნილი გახდა. ასევე განიხილეს შრომის ანაზღაურების შემდგომი გაუმჯობესებისა და ფუნქციური დანამატის ზრდის საკითხები.

ღონისძიებაზე დადებითად შეფასდა მასწავლებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამინისტროსა და პროფკავშირს შორის გაფორმებულ დარგობრივ შეთანხმებას, რომელიც სოციალური პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად დასახელდა.

ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პროფკავშირის დელეგატები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ევროპის განათლების პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის (ETUCE) ხელმძღვანელები და ევროპის 15 ქვეყნის განათლების პროფკავშირების წარმომადგენლები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ყველა სიახლე