ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ეროლ ოზვარმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, აგრეთვე აკადემიური ხარისხებისა და დიპლომების აღიარების საკითხებზე თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორი ნაჯი გუნდოღანი. ჯგუფი იმუშავებს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხებზე.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის ახალი საუნივერსიტეტო პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაზე.

თავის მხრივ, ეროლ ოზვარმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობების გაფართოებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიური მიმართულებებისა და აკადემიური პროგრამების განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას და აკადემიური კავშირების გაძლიერებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულთა 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე