ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსი „მე –ომბუდსმენი 2011“ დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა კონკურსის „მე ომბუდსმენი“  –  გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.  

კონკურსში „მე–ომბუდსმენი 2011“ პირველი ადგილი დაიკავეს თბილისის 112–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: თინათინ ასლამაზიშვილმა და თამარ ნოზაძემ, მეორე ადგილზეც თბილისელი მოსწავლეები გავიდნენ, კერძოდ 173–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეკატერინე ჯანიაშვილი და დიანა ენდელაძე, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ორ გუნდს, სურამის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოფიკო ხაჩიძეს და ეკა გოგოლაძეს და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კახა და გიორგი ბრეგვაძეებს.

 “მე ომბუდსმენი“ არის სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის ახალგაზრდებისთვის. კონკურსი სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებას ემსახურებოდა.

კონკურსი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და   ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.  
კონკურსი დაფუძნებული იყო ქსელურ ტექნოლოგიაზე და განხორციელდა ინტერნეტის საშუალებით.

2011 წლის 1 ივნისს დაიწყო 1 ტური და გუნდების რეგისტრაცია.
2011 წლის ივნისში დარეგისტრირდა 329 გუნდი (ანუ 1000 მოთამაშე) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აქედან 70% რეგიონებიდან.

1 ტურის შედეგად 329  გუნდიდან 76–მა გადალახა  ბარიერი.
2011 წლის 4 ივლისს დაიწყო 2 ტური, რომლის შედეგადაც 76 გუნდიდან გამოვლინდა 10 ფინალისტი გუნდი.

8 სექტემბერს გაიმართა კონკურსის ფინალური რაუნდი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.

ფინალური რაუნდის ნაშრომები შეაფასა  სამი დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე