ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რთველი უცხოელი პედაგოგების მონაწილეობით

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე უცხოელი პედაგოგები დღეს კახეთს ეწვივნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა. ასამდე მასწავლებელმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან პროფესიული კოლეჯის “აისი”  ბაზაზე არსებულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს.

რთველის შემდეგ დაკრეფილი ყურძენი პედაგოგებმა სპეციალურად მათთვის მომზადებულ საწნახელში დაწურეს.

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეცნობიან ქართულ ტრადიციებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოხალისეები  თავად გახდებიან საქართველოს კეთილი ნების ელჩები და მსოფლიოს ქართულ კულტურას გააცნობენ.

უცხოელი პედაგოგები საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ეცნობიან ქართულ ტრადიციებს და თავადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე