ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართველი და ჩეხი მოსწავლეების ერთობლივი პროექტების პრეზენტაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“ ჩეხი და ქართველი მოსწავლეების ერთობლივ პროექტს გაეცნო. გიორგი ჩახნაშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ ჩეხეთის განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები განიხილა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ დაძმობილების პროექტ ”ტვინინგის” ფარგლებში, საქართველოში  სტუმრად ჩეხი მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებიან. ისინი ქართულ ოჯახებში ცხოვრობენ და საქართველოს განათლების სისტემაში გატარებულ რეფორმებს ეცნობიან. სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ სკოლის მოსწავლეებთან ერთად უცხოელი მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონაწილეობენ. ჩეხი მოსწავლეები ქართველ ბავშვებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირშესანიშნაობებს, მათ შორის მუზეუმებს ათვალიერებენ. პროექტის ფარგლებში, 2012 წლის ზაფხულში ჩეხეთში ქართველი მოსწავლეები გაემგზავრებიან.

მინისტრის მოადგილემ ქართველი და ჩეხი მოსწავლეების მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები დასკვნით ღონისძიებაზე  შეაფასა. პერზენტაციაზე პროექტები ვიდეო-კოლაჟის სახით  იყო წარმოდგენილი.

Twinning-თან ერთად, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში საქართველო სკოლების დაძმობილების პროექტში ”E-Twinning” მონაწილეობს. პროექტი მიზნად ისახავს სკოლებს შორის კონტაქტების დამყარებასა და განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას ინტერნეტისა და ელექტრონული თანამშრომლობით. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა სკოლაში მოღვაწეობის პერიოდში ევროპელ კოლეგებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე