ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ფუთში ახალი სკოლა აშენდა

ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში ახალი სკოლა აშენდა.  ახლადაშენებული სკოლა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სკოლის მშენებლობა სოფელ ფუთში 2010 წელს დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა. 250 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი.  პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში მოწყობილია საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლაში  ფუნქციონირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. ახალ სასწავლო წელს ფუთის საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელმა პრეზიდენტისგან საჩუქრად ნეტ-ბუკი მიიღო.

სკოლის ძველი შენობა ფუთში გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მიწისძვრის შედეგად შენობა  ავარიული გახდა. ამის გამო სამი წლის განმავლობაში სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში იყო განთავსებული. 150 მოსწავლეს არასტანდარტულ, არაკომფორტულ და არასაგანმანათლებლო  გარემოში უწევდა სწავლა.

ამორტიზირებული შენობის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფუთში ახალი სკოლის მშენებლობა გადაწყვიტა. თანადაფინანსების პრინციპით განხორციელებულ პროექტში 650 ათასი ლარი დაიხარჯა. სკოლის მშენებლობისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ზესტაფონის რაიონის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო. სოფელ ფუთის ახალ სკოლაში ამჟამად 215 მოსწავლე სწავლობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე