ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების” სწავლება დაიწყო

ახალი სასწავლო წლიდან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები  ახალ სავალდებულო საგანს ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებას” შეისწავლიან. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსაწვლეებს შეხვდნენ და მათ ახალი საგნის სახელმძღვანელოები პირადად გადასცეს.

ახალი საგნის ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” შემოღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. იგი მიზნად ისახავს, გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას. სწორედ ამას  შეუწყობს ხელს სკოლის ასაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

საგნის სწავლება სპეციალურად დაწერილი სახელძღვანელოებით განხორციელდება. მასწავლებელთა და მოსწავლეთა სახელმძღვანელოები შინაგან საქმეთა აკადემიაში მომზდდა და ისინი ყველა იმ ძირეულ საკითხებს მოიცავენ, რომლებიც აუცილებელია, რათა მოსწავლეები სრულყოფილად მომზადდნენ საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხოებაში. შინაგან საქმეთა აკადემიაში  ახალი საგნის ყველა პედაგოგი გადამზადდა.

ავტომობილის მართვის თეორიულ კურსს მოსწავლეები სკოლაშივე გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოწავლეები 17 წლის ასაკში, მშობლის თანხმობის შემთხვევაში,  მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ ქალაქში  ავტომობილით იმოძრაონ, აეკრძალებათ მხოლოდ მგზავრების გადაყვანა. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ახალგაზრდა საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას ასევე უსასყიდლოდ აიღებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე