ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რუსული ოპოზიცია განათლების რეფორმებს ეცნობა

საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ.  პარტიების ,,სოლიდარობის’’, ,,რუსეთი კორუფციისა და განუკითხაობის გარეშე’’, ,,საერთაშორისო ამინისტიის’’ წევრები და პოლიტიკური ექსპერტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ და მასთან ერთად ახლად გახნილი მასწავლებლის სახლი დაათვალიერეს.  

,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები მსოფლიოს მასშტაბით გამოხმაურებას ჰპოვებს, და თავისთავად აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პროგრესული ძალები საქართველოში ვიზიტის დროს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ. საამაყოა, რომ ქართული მოდელი სამაგალითოა’’ - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

სტუმრებმა მასწავლებლის სახლის უნიკალური ფიზიკის ლაბორატორია, დისტანციური სწავლების ცენტრი დაათვალიერეს, დაესწრნენ მასწავლებელთა ტრენინგებს. მათ CAT-ის საატესტატო გამოცდების, სკოლის მანდატურების, პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’და სხვა ინციატივების  შესახებ ინფორმაცია პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მიიღეს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე