ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის ”გახდი ავიატორი” გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ავიაკომპანია ,,აირზენას’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა კონკურსის ”გახდი ავიატორი” გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადასცეს. დაჯილდოვების ცერემონია საავიაციო უნივერსიტეტში ავიაშოუთი გაიხსნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად  კონკურსი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა და მასში  25 რაიონის 250- მდე სკოლის მოსწავლემ  მიიღო მონაწილეობა. მოზარდებმა  თვითმფრინავის მოდელები და ნახატები წარმოადგინეს.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ნამუშევრებში. საპრიზო ადგილების გარდა  ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის დაწესებული იყო სპეციალური პრიზები. გამარჯვებულ მოსწავლეებს საგანგებოდ მათთვის დამზადებული ასაწყობი თვითმფრინავის მოდელები, ფულადი ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ქუთაისის ბავშვთა სახლის ნორჩი ავიატორები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საავიაციო უნივერსიტეტიც დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე პასუხი პროფესიონალებისაგან მიიღეს. 

კონკურსის ”გახდი ავიატორი”  მიზანი იყო ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ავიაციის სფეროს პოპულარიზაცია და მასში რაც შეიძლება ბევრი მოზარდის ჩართვა.

კონკურსის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა. ”აირზენამ” განათლების სამინისტროს თანადგომით სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვები  ქალაქ ბათუმში გადააფრინა,  აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ექსკურსიები მოაწყო, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა, სადაც მფრინავები და ბორტგამყოლები მოსწავლეებს ავიაციის თემაზე ლექციებს უკითხავდნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე