ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა განახლებადი ენერგიის ლაბორატორია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გახსნეს. ლაბორატორია აღჭურვილია მზის ენერგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, სითბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორითა და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით.

ლაბორატორია შეიქმნა ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით და  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოემსახურება. ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებობას დოქტორანტების მოსამზადებლად. სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული კომპანია HERZ Armaturen–ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა ავსტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ დამონტაჟდა.

საწყის ეტაპზე ავსტრიელი და უკრაინელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს  გადაამზადებენ. სამომავლოდ აქ მოეწყობა განახლებადი ენერგიის გამოყენების თანამედროვე ტექნიკის სადემონსტრაციო ხაზი და სამუშაო შეხვედრები ელექტრომომარაგებისა და გათბობა-ცხელწყალმომარაგების პროფილის ადგილობრივ კომპანიებთან.

ლაბორტორია გაზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხობრებო ტექნიკის გამოყენების მიმართ, განავითარებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და დაამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. ლაბორატორია ასევე პოპულარიზაციას გაუწევს ენერგეტიკული დარგის სპეციალიზაციებს, რისთვისაც გათვალისწინებულია სასწავლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის.

ლაბორატორიაში მიღებული კვლევის შედეგები  საქართველოში ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად ეფექტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებისთვის საიმედო ბაზას შექმნის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე