ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტი ”წიგნის მეგობარი” გრძელდება

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი ”წიგნის მეგობარი” გრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე თბილისის №51 სკოლის მეორეკლასელებს შეხვდნენ და პატარებს კითხვის და ზოგადად წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

ფინანსთა მინისტრმა პატარებთან ერთად სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაიკითხა, მათემატიკაში მათი ცოდნაც შეამოწმა და საჩუქრად „სახალიხო მათემატიკის“ წიგნებიც დაურიგა. სკოლის ბიბლიოთეკას დიმიტრი გვინდაძემ „სასკოლო ბიბლიოთეკის“ სერიით გამოცემული წიგნები გადასცა, რომლებშიც შესულია ცნობილი ქართველი მწერლების ნაწარმოებები, ქართული ხალხური ზღაპრები და საყმაწვილო მოთხრობები.

 
პროექტი ”წიგნის მეგობარი” რამდენიმე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის პოპულარიზაციას.

პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას უკითხავენ, ვიქტორინებს აწყობენ, იმართება დისკუსიები წაკითხული მასალის ირგვლივ. ანალოგიური პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და მასში ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული.

უმცროსკლასელებთან მხატვრული ლიტერატურის ერთობლივი კითხვა  მომავალშიც გაგრძელდება, პროექტში მონაწილეობის სურვილი არაერთ ცნობილ ადამიანს, მათ შორის საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებსა და პოლიტიკოსებს აქვთ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე