ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”კავკასიის უნივერსიტეტის” 300-მდე კურსდამთავრებულის გამოსაშვები საღამო გაიმართა

მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ”კავკასიის უნივერსიტეტის” 300-მდე კურსდამთავრებულს საზეიმო ვითარებაში დიპლომები გადაეცათ. ღონისძიებას დაესწრო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების  პროფესორები და  სხვა საპატიო სტუმარები.

”კავკასიის მედიის სკოლას” წელს კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება ჰყავს. ორმაგი ხარისხის პროგრამის ოც კურსდამთავრებულს ”კავკასიის უნივერსიტეტის” დიპლომის პარალელურად ჩესტერის, გრენობლის და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომები  გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს ანდრეს კეევალიკს, მედიცინისა და ნევროლოგიის ასოცირებულ პროფესორს კენეტ ვოლკერს და Maybank Industries-ის პროგრამული განვითარების ვიცე-პრეზიდენტს დევიდ შიმფს.

წელს ”კავკასიის უნივერსიტეტს” მაგისტრატურაზე - 21, ხოლო ბაკალავრიატზე - 269 კურსდამთავრებული ეყოლება. მათგან 179 ბიზნესის სკოლის, 74 - სამართლის სკოლის, 16 კი - მედიის სკოლის საბაკალავრო პროგრამების კურსს ასრულებს. კურსდამთავრებულთა ეს რაოდენობა ”კავკასიის უნივერსიტეტის” ისტორიაში უპრეცედენტოა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე