ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საკვირაო სკოლებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა

ახალ სასწავლო წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი საკვირაო სკოლები ახალი სასწავლო პროგრამებით და ახალი სახელმძღვანელოებით შეხვდნენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ საზოგადოებას უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლების ქართველი მოსწავლეებისთვის შექმნილი  ქართული ენისა და ლიტერატურის,  საქართველოს გეოგრაფიისა და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები წარუდგინეს.

სახელმძღვანელოები იმ მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და სახელმძღვანელოების შექმნას ითვალისწინებდა.

სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს გეოგრაფიასა და საქართველოს ისტორიაში ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც ახლავს მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელო და სამუშაო რვეული მოსწავლეებისთვის.

საკვირაო სკოლებისთვის აქამდე არ არსებობდა ერთიანი პროგრამა და მეთოდური მითითებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროგრამები დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და, ამავდროულად, გათვალისწინებულია საზღვარგარეთ არსებული საგანმანათლებლო გარემო.

სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები განთავსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ვებგვერდებზე. ამ რესურსით სარგებლობა ყველა საკვირაო სკოლას შეუძლია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე