ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტექნიკური უნივერსიტეტში სამშენებლო ტექნოლოგიების საექსპერტო ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნეს. უნიკალურ სასწავლო ცენტრში სამშენებლო სფეროსთვის აუცილებელი 100-მდე ლაბორატორიული სამუშაოს განხორციელებაა შესაძლებელი. ამიერიდან, საქართველოში მომზადდება სპეციალისტები, რომლებიც საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების საექსპერტო სამუშაობს ადგილზე ჩაატარებენ და აღარ იარსებებს უცხოელი ექსპერტების მოწვევის ან, კვლევასა და ექსპერტიზაზე  მასალის უცხოეთში  გაგზავნის აუცილებლობა.

ლაბორატორიაში 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურაა განთავსებული, რომლებიც საშუალებას იძლევიან ფართოდ აისახოს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები უშუალოდ სასწავლო პროცესში. ლაბორატორიაში ასევე შესაძლებელია სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო სამუშაოები სამშენებლო ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით განხორციელდეს. კერძოდ, ლაბორატორიას გააჩნია როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალი, მათ შორის:
  • კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე გამოყენებული ბეტონების სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრა;
  • ინერტული მასალების ფრაქციული ანალიზი ევროპული სტანდარტით (ევროკოდები);
  • ცემენტის აქტივობის განსაზღვრა, მისი მარკის დადგენით;
  • ბეტონის რეცეპტის დამუშავება სხვადასხვა ქიმიური დანამატების გამოყენებით და მათი სიმტკიცის მახასიათებლების დადგენა;
  • ასფალტობეტონის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების განსაზღვრა;
  • არმატურის სიმტკიცის პარამეტრების დადგენა ნატურიდან აღებული ნიმუშების გამოცდით გაჭიმვაზე და ღუნვაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ბოლო პერიოდში ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა, ყველა მათგანი ტექნიკის თანამედროვე მოდელის აპარატურითა და  საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე