ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გიორგი ჩახნაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიას ეწვია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. აკადემიის ერთ-ერთი სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის, 2009 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაცია“ ფარგლებში,  სამინისტროს მიერ 49 310 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაო.

ბათუმის საზღვაო აკადემია საქართველოში ერთადერთი    უმაღლესი საზღვაო სასწავლებელია, სადაც პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 1621  სტუდენტი  სწავლობს.

2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაცია“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით (670000 ლარი) აკადემიაში  თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საზღვაო სასწავლო საწვრთნელ-ტრენაჟორული ცენტრი ამოქმედდა. შეძენილ იქნა 5530 ლარის ინვენტარი,  119610 ლარის კომპიუტერული ტექნიკა და 78584 ლარით შესრულდა ბიბლიოთეკის  გაფართოების სამუშაოები. აკადემიამ სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ     გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 18840 ლარის ოდენობის  გრანტი  მოიპოვა და უახლესი საზღვაო კონვენციური, სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურით შეავსო ბიბლიოთეკა.

გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის, ტექნიკური და მატერიალური აღჭურვილობის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა, ყოველივე ეს, განახლებულ სასწავლო პროგრამებთან ერთად, უზრუნველყოფს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე